სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიაში. ამისთვის მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე, სახურავის სრული რეაბილიტაცია უტარდება 15, ნაწილობრივი კი - 17 მრავალსართულიან სახლს.
დაახლოებით, 250-მდე ოჯახს გადაეცემა თუნუქის გადასახური მასალა.