უკრაინაში კვლავ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსმა ძალებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს - დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიჭრა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.
რუსმა არმიამ დაბომბა ხერსონის ოლქიც, დაზიანდა სამშობიარო საავადმყოფო, სკოლა და პოლიკლინიკა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა სუმის ოლქში სულ 8 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს.
პარალელურად, ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიციალური განცხადება
ვაშინგტონის მიერ უკრაინაში M1 Abrams-ის ტანკების პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ დღეს გაკეთდება. მანამდე კი გერმანულმა მედიამ დაწერა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.