აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
მათი ინფორმაციით, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადასცეს.
მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში. ბაიდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცეს. გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შარშან აღმოაჩინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში.