26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
უკრაინის ომამდე რუსეთმა თავისი რეალური სახე საქართველოსთან ომში აჩვენა - ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში

უკრაინის ომამდე რუსეთმა თავისი რეალური სახე საქართველოსთან ომში აჩვენა. ქართული დელეგაციის მეშვეობით ამ შინაარსის ჩანაწერი გაჩნდა სტრასბურგის რეზოლუციაში, რომელშიც ჩასწორებები ბოლი წუთს შეიტანეს და უკრაინასთან ერთად რუსეთის სამიზნედ საქართველო და მოლდოვა გამოაცხადეს.

პირველად ერთიანი პოზიციით - კენჭისყრის წინ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ხელს საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით აწერს: ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც. ერთიანობის შედეგი სახეზეა - ქართველების ძალისხმევით "რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაში" რუსეთის პირველ მსხვერპლად საქართველოა გამოცხადებული. რუსეთზე კი გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით მან ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კი ამ წუთებში დებატები იწყება, მთავარი თემა კი რეიკიავიკის სამიტისთვის მისაღები რეზოლუციაა. დოკუმენტი, სამიტის წინ ევროპელი ლიდერებისთვის გაკეთებული ერთგვარი გზავნილია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო არსებულ კრიზისს. დებატებს ესწრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

ხელახლა უნდა გავიმეოროთ ჩვენი პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ იგივე პატივისცემა გამოვხატოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართაც. ვითხოვთ რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს," - განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ტიტუს კორლატეანიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატების დაწყებამდე.

 

 

 

 

დღის ამბები