26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
პოლიციის ლეიტენანტი, რომელმაც საგარეჯოს ტრაგედიისას სიცოცხლე 18 წლის ახალგაზრდის გადასარჩენად გაწირა, სამხედრო პატივით დაკრძალეს

სამხედრო პატივით დაკრძალული პოლიციის ლეიტენანტი, რომელმაც საგარეჯოს ტრაგედიისას სიცოცხლე 18 წლის ახალგაზრდის გადასარჩენად გაწირა. ოთარ ღვინაშვილი დღეს მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, სიკვდილის შემდეგ კი განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. მიწას მიაბარეს ნოდარ ათუაშვილის მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდაც, კიდევ ერთს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.

კლინიკებში რჩება ორი დაჭრილი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დღეს "კურიერმა" ჩაწერა საავადმყოფოდან გაწერილი დაზარალებულიც, რომელიც ტრაგიკულ ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ არ იცის თუ რატომ გახდა ნოდარ ათუაშვილის სამიზნე.

რა მოხდა საგარეჯოში 20 იანვარს ღამით და რატომ გაიმეტა ნოდარ ათუაშვილმა ამდენი ადამიანი მოსაკლავად - გამოძიება ახლა ამის დადგენას ცდილობს. ოფიციალური ვერსია უწყებას ჯერჯერობით არ დაუსახელებია. გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება ნოდარ ათუაშვილის შვილმა, რომელიც საქმეში ოქროს მოწმეა. საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები