26 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მაგდა პაპიძე ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს - კიდევ რას ამბობს ადვოკატი, რომელმაც ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოინახულა

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას მიმართავს. 24 იანვარს მან წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმის გამოძიების დაწყება მოითხოვა. უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც, რათა დადგინდეს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. ინფომაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მაგდა პაპიძის გადაწყვეტილების შესახებ "რადიო თავისუფლებას" უყვება მისი ინტერესების დამცველი საპატიმრო დაწესებულებაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.

ადვოკატი მაგდა პაპიძეს 24 იანვარს, რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შეხვდა. ეკა ქობესაშვილი "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ პატიმარმა იცოდა როგორ გაავრცელა 23-24 იანვარს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცნობა, თითქოს ის საპატიმროში "მის კლასელზე" დაქორწინდა.

"იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით. მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა“.

ინფორმაცია უვადოდ პატიმრობამისჯილი ქალის, მაგდა პაპიძის ციხეში ქორწინების შესახებ 23 იანვარს, ონლაინ-მედია პლატფორმამ, "ჯორჯიან თაიმსმა" გაავრცელა. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი მაგდა პაპიძის "ოჯახის ახლობლის" ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პატიმარი ქალი რამდენიმე ხნის წინ კლასელზე დაქორწინდა.

დღის ამბები