26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ულტიმატუმი კიევიდან და შეფასებები თბილისში ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე

ულტიმატუმი უკრაინიდან - "თუ უკრაინის მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებათ, კიევი საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას დაიწყებს",- ამ განცხადებას ანდრეი კასიანოვი აკეთებს, რომელიც ქართველებს უკვე მერამდენედ ელაპარაკება "ევროპეისკაია პრავდა-ს" ფურცლებიდან.

აღმოჩნდა, რომ უკრაინა უკვე ყველანაირად უწყობს ხელს მისი მოქალაქეების უკან უკრაინაში დაბრუნებას და ევაკუაციისთვის სპეციალურ მარშრუტებსა კი, ამუშავებს.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთიდან მორიგი საუბრების დაწყებამდე, საქართველოში თვეების განმავლობაში ათობით ათასი რუსი შემოვიდა,
თუმცა მაშინ უკრაინის დიპლომატიური მისია ანალოგიური ულტიმატუმებით არ გამოსულა. კიევი დუმდა და შესაბამისად აწყობდა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ რუსები მათთან საომრად არ წასულიყვნენ და თავი მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ.

უკრაინელ დიპლომატს განცხადების ტონი და შინაარსი დაუწუნეს "ქართულ ოცნებაში." მმართველი გუნდის წევრებისთვის ანდრეი კასიანოვის პოზიცია იმ რიტორიკის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ისმის. საფრთხე რომელზეც კასიანოვი საუბრობს, "ქართული ოცნების" დეპუტატების განმარტებით, არარეალურია.

საქართველო რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაში რისკებს, კასიანოვის მსგავსად საპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ხედავს. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით დააზარალებს, თუმცა აქვე იმასაც აკონკრეტებენ რომ საქართველო უკრაინელებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა.

კასიანოვს მინდა შევახსენო, ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი - ამ განცხადებით გამოეხმაურა მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას. დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

საქართველო - რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხზე 18 იანვარს, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სერგეი ლავროვმა ისაუბრა. რუსეთის პირველ დიპლომატს კითხვა "ალტ-ინფოს" ჟურნალისტმა, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დაუსვა. პასუხად ლავროვმა ფრენების არდგენის იმედი გამოთქვა.

 

 

 

 

დღის ამბები