26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაცია  "კურიერს" კლინიკა "ვივა მედში"  დაუდასტურეს.

კლინიკის დირექტორის, ზურა ჩხაიძის განმარტებით, ექს-პრეზიდენტს კოვიდ ტესტირება დღეს ჩაუტარდა და ინფიცირება დადასტურდა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური საკითხზე მუშაობას განაგრძობს. როგორც ჩხაიძე აცხადებს, ტესტირება ჩაუტარდათ კლინიკის თანამშრომლებსაც, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

 

დღის ამბები