26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"კასიანოვს მინდა შევახსენო, ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება" - დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი  დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება  და აღნიშნავს, რომ კასიანოვი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყველაფერს კადრულობს. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, არც საკუთარ ქვეყანას წაადგება: - "საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩისგან  ასეთი  ზღვარსგადასული  განცხადებები მოთმინების კულმინაციას ქმნის ჩვენში. კასიანოვს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.

უკრაინის ხელისუფლების და მისი წარმომადგენლის ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი განცხადებებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მათ კარზე ხდება. 

უკვე ვიცნობთ უკრაინის ხელისუფლების ყოფილ  წარმომადგენლებს,  რომლებიც ამ კვირაში რადიკალურად განსხვავებულად საუბრობენ და ცოტა ხანში, კასიანოვის შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს. დრო ბორბალივით ტრიალებს და ამ ბორბლის ქვეშ, როგორც ჩანს, ბევრი აღმოჩნდება. 
უკრაინელ ხალხს კი  ვუსურვებ მშვიდობას და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას".

დღის ამბები