26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება," – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

დღის ამბები