26 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. მისი დამსახურება ფასდაუდებელია ამ დარგების განვითარებისთვის. იგი იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია. ​თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას," - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

87 წლის ასაკში ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე დღეს გარდაიცვალა.

დღის ამბები