26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, გაკეთდა აქცენტები, რომელიც ჩვენთვის ყურადსაღებია - ირაკლი კობახიძე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ და მათ გამოსვლას მნიშვნელოვანი უწოდეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც გერმანიის პირველმა დიპლომატმა გაამახვილა ყურადღება. 

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის ეს იყო ევროპული უსაფრთხოება, ის რომ ევროპა ერთად უნდა იდგეს უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ. ასევე ის შეეხო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხებს და ისაუბრა იმ კონკრეტულ ტრაგედიებზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომთან არის დაკავშირებული. მთლიანობაში საინტერესო გამოსვლა იყო და რადგან იყო ისეთი მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც ჩვენთვის ყურადსაღებია,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები