26 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება" - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალებას არავის მისცემენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამით ოპოზიციის იმ ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, თბილისში აქცია დააანონსეს. 

"ამ ადამიანებმა გასული წლის 24 თებერვლიდან უკვე უახლოეს დღეებში არაერთხელ სცადეს ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამის საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. როცა ამას ვამბობთ, ამის უკან დგას კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს.

ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები