26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას - არჩილ თალაკვაძე 

რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციას, რომელშიც საქართველოც არის მოხსენებული, მმართველ გუნდში მნიშვნელოვანს უწოდებენ. რეზოლუციაში ძირითადად რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი. 

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ჩვენი დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილება განიხილა, შედეგად რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლითაც პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რეზოლუცია გადის უკვე პლენარული სესიის სხდომაზე და კენჭისყრის შედეგად უკვე საბოლოო ვერსია დამტკიცდება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, ის, რომ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციის შესახებ იქნება ჩანაწერი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: 

"რაც შეეხება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა წევრის პოზიციის დაფიქსირება, მათ შორის იმ დოკუმენტში, რომელიც განხილული იქნება რეიკიავიკის სამიტზე, ამიტომ საქართველოს საკითხი, რაც შეეხება ოკუპაციას ამისი ჩაწერა ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები