რუსეთმა ესტონეთიდან ელჩი გაიწვია და რუსეთში ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტალინმა ესტონეთში რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოითხოვა.
მოგვიანებით ესტონეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მოსკოვმა ტალინი რუსოფობიაში დაადანაშაულა. ესტონელმა დიპლომატმა რუსეთი 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს.