კალიფორნიაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია გადაყვანილი. ბოლო 3 დღის განმავლობაშიო ეს შტატში მომხდარი მეორე შემთხვევაა. პირველი ოთხი მსხვერპლი სოკოს ფერმაში აღმოაჩინეს, ხოლო დანარჩენი სამი მოგვიანებით იპოვეს ახლომდებარე გადამზიდ კომპანიაში. გამომძიებლებს ჯერ არ უთქვამთ ამ თავდასხმის მოტივი.
ეჭვმიტანილი დააკავეს მას შემდეგ რაც იგი პოლიციის განყოფილებაში ჩასაბარებლად მიდიოდა. მის მანქანაში აღმოაჩინეს ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმისას იყო გამოყენებული.
სან მატეოს ოლქის პოლიციის შერიფის განცხადების მიხედვით თავდამსხმელი ადგილობრივი მკვიდრი 67 წლის მამაკაცი ჟაო ჩუნლია, რომელიც სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.