26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
კომპენსაცია სტიქიით დაზარალებულებისთვის - მოსახლეობის დასახმარებლად და სამუშაოების დასაწყებად 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა 

იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და სამუშაოების დასაწყებად, ჯამში, ოც მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მუნიციპალიტეტები სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 19 მილიონ 695 ათას ლარს მიიღებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტიქიის პირველივე წუთებიდან რეაგირება მყისიერი იყო და ყველა სამსახურმა შესაბამისად იმუშავა.

3904 კერძო სახლი, 367 მრავალბინიანი კორპუსი, 71 სკოლა და 79 სახელმწიფო ობიექტი - ასეთია დაზიანებული ობიექტების ჩამონათვალი. უშუალოდ კერძო სახლების კომპენსაციისთვის ცალკე სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა მილიონ 470 ათასი ლარი. სად და რამდენი დაიხარჯება სალიკვიდაციო სამუშაოებში? -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ძლიერმა სტიქიამ რამდენიმე კვირის წინ ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, რამდენიმემ კი ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ საშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო.

დღის ამბები