26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას მანიპულაციებში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებას მელიას ფრთა და როგორია სხვა კანდიდატების პოზიცია

არჩევნების სარეგისტრაციო ფორმა "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამჯერადაც, პრეტენზიები თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მუმლაძეს აქვს, რომელიც ფიქრობს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. მუმლაძე ამტკიცებს, რომ უკვე დარეგისტრირებული ამომრჩევლის იდენტიფიცირება ვერ ხდება, რაც შედეგებზე მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა. კანდიდატი ამ ყველაფერში პარტიის მენეჯმენტს ადანაშაულებს.

ნიკა მელიას გუნდის წევრები გიორგი მუმლაძის პრეტენზიებს სპეკულაციად აღიქვამენ, მის განცხადებებს კი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებენ. ხატია დეკანოიძე ამტკიცებს, რომ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დარეგისტრირებულ პირთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს. დეკანოიძე მუმლაძეს ურჩევს ბრალდების უფრო მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

რეგისტრაციის პროცესში ტექნიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატს. ნონა მამულაშვილიც ამბობს, რომ დარეგისტრირების პროცესში ხარვეზები ნამდვილად ჩნდება.

დღეს "გირჩის" მხარდამჭერებსაც აინტერესებთ, მოახერხებენ თუ არა იდენტიფიკაციის ველის გადალახვას. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე ნონა მამულაშვილისთვის ხმების მოგროვებას გეგმავს.

“ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, დაპირისპირება და ამჯერად უკვე საარჩევნო შეფერხებები, საპარლამენტო უმრავლესობისთვის დასკვნის გამოტანის საფუძველია.

დეპუტატები "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი, ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები