26 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
როგორია 22 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ექიმებმა მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს - პაციენტს ინსტრუმენტის ამოსაღებად მეორე ოპერაცია დასჭირდა

22 წლის სამირა კულახმეტოვას საქმეზე, ჯანდაცის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დღეს დაიწყო . მარეგულირებელი უკვე შესულია მარდალეიშვილის კლინიკის ორივე ფილიალში. თბლისიდან და რუსთავიდან გამოითხოვენ ახალგაზრდა ქალის სამედიცინო ისტორიას, საქმის შესწავლის პროცესში გამოკითხავენ ექიმებს, რის საფუძველზეც უწყება მოამზადებს დასკვნას, თუ ვის შეუჩერდება სამედიცინო საქიმიანობის განხორცილების უფლება.

მარდალეიშვილის კლინკაში 22 წლის გოგოს, გინეკოლოგიური პრობლემების გამო, რთული ოპერაცია გაუკეთდა, პაციენტი სახლშიც გაწერეს, თუმცა მალევე სამირა კულახმეტოვას ძლერი ტკივილები დაეწყო. ახალგაზრდა ქალმა ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარა,  ექოსკოპიის სურათი ყველასთვის შოკიმომგვრელი აღამოჩნდა. ოპერციის მთავარი იარაღი, 14 სანტიმეტრიანი ქირურგიული დამჭერი- მაკრატელი, ქალის ორგანიზმში დატოვებული იყო.

კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პასუხიმგებლობას არ გაურბის.

22 წლის გოგოს მეორე ოპერაცია ისევ მარდალეიშვილის კლინიკის, ამჯერად, რუსთავის ფილიალში ექიმების იმავე გუნდმა გაუკეთა. სამირა კულახმეტოვა ახლაც სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

სამირა კულახმეტოვას მეუღლემ ჯერ კიდევ არ იცის, როგორი იქნება მისი ახლგაზრდა ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხაიალ აშრალოვი ამბობს, რომ ასეთი სამედიცინო შემთხვევა საერთოდ აღარ უნდა განმეორდეს.

განსხვავებულად ფიქრობს ოჯახის უხუცესი. ნუგზარ აშრალოვი ამბობს, რომ ყველა იმ ექიმის სახელი და გვარი უნდა გასაჯაროვდეს, ვინც ოპერაცია ასეთი შეცდომებით შეასრულა.

სამირა კულახმეტოვა კლინიკას ორ დღეში დატოვეს. ოჯახი დასკვნას ელოდება. უწყებამ, გასულ წელს, პროფესიული საქმიანობის გადაცდომის გამო 70 ექიმს შეუჩერდა სხვადასხვა ვადით ლიცენზია, 6-ს სამუდამოდ გაუუქმა, 200-ზე მეტს - კი გაფრთხილება მიეცა.

დღის ამბები