26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ომი დომინირებს კვლავაც ჩვენს დღის წესრიგსა და საქმიანობაში, არ უნდა დავუშვათ ჩვენი ყურადღების გადატანა ომიდან - ტინი კოქსი

ტინი კოქსი, რომელიც  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, აირჩიეს, აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ კვლავ აუცილებელია უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმა.

მან ასევე, გაიხსენა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა რუსეთისთვის წევრობის შეჩერება. 

მივესალმები თქვენს მხარდაჭერას მომავალი წლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ისეთივე გამოწვევებით სავსე, როგორც განვლილი წელი. გასულ წელს ჩვენ დავდექით აგრესიული ომის წინაშე ჩვენი წევრი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად მოგვიწია უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმა. შეჭრიდან ერთი დღეც არ იყო გასული, ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის ფედერაციის წევრობა ევროპის საბჭოში. სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავრიცხეთ რუსეთი ამ ორგანიზაციიდან ჩვენი წესდების აშკარა დარღვევის გამო, რომელიც გვავალდებულებს შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა ევროპაში.

ომი დომინირებს კვლავაც ჩვენს დღის წესრიგსა და საქმიანობაში და ის ზეგავლენას ახდენს უკრაინის თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაზე. როდესაც ვსაუბრობთ, უკრაინელი ხალხი იტანჯება და იღუპება ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და რომელიც, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, არ უნდა დავუშვათ ჩვენი ყურადღების გადატანა ომიდან. ეს ჩვენს დღის წესრიგშია," - განაცხადა ტინი კოქსმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი აირჩიეს. მას მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა. 

დღის ამბები