26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ტინი კოქსისთვის მხარი არ დაუჭერია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი არჩევას მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე და "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი. თუმცა ხატია დეკანოიძეს ტინი კოქსისთვის მხარი არ დაუჭერია. როგორც მან განმარტა, ხმა ალტერნატიულ კანდიდატს, უკრაინის წარმომადგენელს მისცა.

"ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა ბატონ მერეშკოს პრეზიდენტის არჩვენების მიმდინარეობისას. მექნება შეხვედრა ახალ არჩეულ პრეზიდენტთან, მექნება შეხვედრა ყველა დელეგაციის წარმომადგენლობასთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიით, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით და ასევე, იმ საკითხებით, რომელიც ეხება 12 პუნქტის შესრულებას. 

ამასთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმთელობის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე ჩვენი პარტნიორების ინფორმირება კიდევ უფრო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, მან მხარი ქართულ დელეგაციაში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მსგავსად, მხარი ტინი კოქსს დაუჭირა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა.

დღის ამბები