26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებაში, როგორიც ხორციელდება საქართველოში - ლაშა ხუციშვილი CNN-ის ეთერში გასულ ინტერვიუზე

CNN-ის ეთერში გასულ ინტერვიუს ფინანსთა მინისტრი ეხმიანება. ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნებისმიერი ტიპის საბაჟო ოპერაცია ძალიან მკაცრ კონტროლს გადის და აღნიშნავს, რომ კონტროლის პროცესს ექვემდებარება როგორც საქონელი, ასევე სანქცირებული პირები.

ცნობისთვის, CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ინტერვიუში სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარყვია და თქვა, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მე-10 პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის ხვრელების ამოვსებაზე.

"ყველა ნებისმიერი ტიპის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რომელიც იმ საქონელთან და პირებთან მიმართებაში, რომელიც არის სანქცირებულთა სიაში, როგორც საქონელი, ასევე სანქცირებული პირები.

შესაბამისად, მე შემიძლია გაგიზიაროთ სტატისტიკა, რომ უკვე 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს და არანაირი მტკიცებულება ან დასაბუთება ამ მიმართულებით არ მოგვისმენია და ბუნებაში ვერც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ეს აღსრულების პროცესი კონტროლდება ძალიან მკაცრად და შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მათ შორის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებაში, როგორიც ხორციელდება საქართველოში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები