26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი - კობახიძე გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია მხარს არ დაუჭერდა ალტერნატიულ კანდიდატს და ამის კონკრეტული მიზეზი დაასახელა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ევროპის საბჭოში მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული კვოტით, პოლიტიკური პარტიის კვოტით ხდება მეორე ვადით არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. არის ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა ჩვენ, არსებითად, მხარს დავუჭერთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი არის ბატონი მერეშკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომლებიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მის კანდიდატურას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება ტინი კოქსის კანდიდატურას. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად  მიუღებელი იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები