26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პრემიერი შს მინისტრთან ერთად საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის  სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

მათ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს. 

ოთარ ღვინაშვილი  საგარეჯოში  20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.

დღის ამბები