26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ძლიერი ქარი და უნალექო ამინდი - როგორ ამინდი იქნება 28 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით
28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
 
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
 
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღის საათებში +6, +8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
 
დღის ამბები