26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
კალიფორნიაში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა - შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციამ დაადასტურა, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი დაღუპულია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 72 წლის აზიელი წარმოშობის მამაკაცმა თავი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდგარ თეთრ ფურგონში მოიკლა, რომელიც პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰყავდა მოქცეული.

თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქში, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.

დღის ამბები