უკრაინის გამარჯვება მსოფლიო მშვიდობის გარანტიაა - ამ სლოგანით ბათუმში უკრაინის ერთიანობის დღე აღნიშნეს. უკრაინის მოქალაქეები ადგილობრივებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ.
ისმოდა უკრაინის ჰიმნი. შეკრებილებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოუწოდეს გაზარდონ უკრაინის საბრძოლო ტექნიკით დახმარება, რადგან მათი თქმით, ეს რუსული აგრესიის დამარცხების ერთ-ერთი გზაა.
სიმბოლურად გამოიფინა იმ ქვეყნების დროშებიც, რომლებიც უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მხარს უჭერს. გუშინ მსგავსი პერფორმანსი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, მათ შორის იყო თბილისიც.