უკრაინაში სუმის ოლქზე ოკუპანტების შეტევა გრძელდება. ღამით, ტერიტორიაზე რუსულმა არმიამ 8 ნაღმმტყორცნი ჭურვი ისროლა. დნიპროპეტროვსკის ოლქში მარგანეცის დასახლება დაიბომბა, დაზიანებულია სამრეწველო საწარმო.
სკოლა დაზიანდა ხერსონის ოლქში დაბომბვისას. სარაკეტო იერიში მიიტანა რუსულმა ჯარმა ზაპოროჟიეშიც. ზიანი მიადგა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. დაიბომბა ასევე საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელი ხარკოვის ოლქში - არის მსხვერპლი.
მაღალი რჩება საჰაერო სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რუსული ძალებისგან სამოქალაქო ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით. ოკუპანტების ძირითად აქცენტს ბახმუტის მიმართულებით აკეთებენ. წარუმატებელი იყო შეტევები ზაპოროჟიეს, ავდეევკასა და ლიმანის მიმართლებით, ხოლო კუპიანსკის, ნოვო-პავლი-ვკასა და ხერსონის მიმართულებით დაცვას რუსები აკონტროლებენ.