სტამბულში შვედეთის საკონსულოს წინ აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა შვედეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეების აღშფოთება შვედეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია, რა დროსაც ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვა.
თურქეთში აქციის მონაწილეები შვედეთის საკონკულოს შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს.
საპროტესტო აქცია გაიმართა ანკარაშიც. აქციის მონაწილეები ისლამოფობიის შეწყვეტას მოითხოვდნენ.