"ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
"ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დილისთვის, დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმედ არის, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია, იმყოფება მართვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას," - განაცხადა "ჯეო ჰოსიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.