რუსეთის საფეხბურთო ნაკრებსა და რუსულ კლუბებს, შესაძლოა, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაუბრუნონ. 24 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები UEFA-ს შეხვდებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ - ინფორმაციას რუსეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.
რუსეთის ნაკრებები და კლუბები საფეხბურთო ტურნირებიდან გასული წლის 28 თებერვალს მოხსნეს. FIFA-მ და UEFA-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.