26 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია - მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერი P.S."-მა ჩაწერა

ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლიანი პატიმრობა მას 2010 წელს მიუსაჯა. 

ვენერა ობოლაშვილთნ ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერი P.S."-მა ჩაწერა. ინტერვიუს კვირას, 22 იანვარს 21:00 საათზე იხილავთ.

"თავიდან რომ შევედი, პატიმარ ქალებს თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ. ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა," - აღნიშნავს ობოლაშვილი ინტერვიუში

13 წლის წინ, 55 წლის ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს. 

დღის ამბები