26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
საგარეჯოს ტრაგედიის მთავარი კითხვა, რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი - ავტოფარეხში გაშლილ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ხაზია

საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გახმაურებულ საქმეში, ოქროს მოწმის ჩვენება დევს. რას ყვება თვითმკვლელი დამნაშავის შვილი - ეს ჯერ მხოლოდ საგამოძიებო უწყებამ იცის, თუმცა მანამდე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ შეიარაღებულ თავდასხმას წინ დამნაშავესა და ერთ-ერთ გარდაცვლილს შორის ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. 

კონფლიქტის შესახებ, რომელიც ავტოფარეხში გაშლილი სუფრიდან დაიწყო, ოფიციალური პირები დეტალურად არ საუბრობენ, თუმცა პოლიციის წარმომადგენლის განცხადებაში ჩანს, რომ ეს ახლა გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ხაზია. მკვლელობის მოტივის გარდა, პოლიცია იმასაც იკვლევს, საიდან, რა რაოდენობის და რა ტიპის შეიარაღება ჰქონდა სახლში ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს.

გამოძიებას ჩვენებები უკვე მისცეს იმ დაჭრილებმაც, ვინც სროლას გადაურჩა და შედარებით მსუბუქად დაშავდა. ოთხი პაციენტი კი, რომლებსაც მძიმე ჭრილობები ჰქონდათ, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

მცირე პოზიტიური ცვლილებების ფონზე გაჩნდა იმედი, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება. 

დღის ამბები