ეროვნულ გალერეაში მხატვრის მანანა თუმანიშვილის გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილი ექსპოზიცია ხელოვანის სამოცდაათამდე ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაშია შესრულებული.
გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი და კულტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ. გამოფენა 4 თებერვლამდე გაგრძელდება.