26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის" - რას იხსენებენ ადგილობრივები საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით

საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა, ვისაც ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა. ძირითადად დღეს მეზობლები გამოიკითხნენ. მათ დეტალურად გაიხსენეს თუ რა მოხდა ტრაგედიის ღამეს. 

"ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

გამოკითხვების პარალელურად, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაჭრილებს, 3 მათგანი ამ დრომდე რჩება საგარეჯოს საავადმყოფოში. ორის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და ისინი უახლოეს პერიოდში დატოვებენ კლინიკას. 1 დაჭრილი კი, რომელიც თავიდანვე მძიმე იყო, ამ დრომდე მისი მდგომარეობა კრიტიკულად რჩება. 

დღის ამბები