სოთბის აუქციონზე რუბენსის ნახატს "სალომე იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავით" გაიტანენ. ნამუშევარი 1609 წლით თარიღდება.
მისი სავარაუდო ფასი კი სულ მცირე 25-დან 35 მილიონ დოლარამდე იქნება. ვარაუდობენ, რომ ნახატი შეიძლება უფრო ძვირადაც გაიყიდოს. აუქციონი 26 იანვარს ნიუ-იორკში გაიმართება.