შეხვდებიან თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები თბილისში - სომხეთის პირველი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით დაინტერესებულია. თუმცა, განიხილავენ თბილისის პლატფორმას და არა ორმხრივ სომხურ-აზერბაიჯანულ შეხვედრებს.
სომხური მხარე მსგავსი შეხვედრისთვის კვლავ მზად არის, თუმცა თავად შეხვედრის შედეგებს მაინც სკეპტიკურად უყურებენ. იქამდე კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.