26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
არ მგონია რომელიმე მხარის გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის ან საზოგადოებისთვის რაიმე სახის მნიშვნელობა ჰქონდეს - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ს არჩევნებზე

ერთი კვირა შიდა პარტიულ არჩევნებამდე და დაპირისპირების პიკი "ნაციონალურ მოძრაობაში". მმართველი გუნდის წევრები ამბოენ, რომ ენმ-ს არჩევნებში ვინ იქნება გამარჯვებული ამას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ენმ, როგორც პარტია, დაშლის პირას არის.

სარჯველაძის თქმით, შიდაპარტიული მოვლენები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არ არის. 

"შიგნით მიმდინარე მოვლენები არ მგონია, რომ დიდად მნიშნელოვანი იყოს, მათ შორის არ მგონია რომელიმე მხარის გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის ან საზოგადოებისთვის რაიმე სახის მნიშვნელობა ჰქონდეს. 

ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებისთვის და მათი მერკანტილური ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. რაც შეეხება დაპირისპირების მასშტაბს, ეს იმდენად მწვავეა, რომ ეს პარტია რომ დარჩეს როგორც პარტია, არის გამორიცხული. გამოირიცხა და ამის შემოქმედი არის ეს ყველა დაჯგუფება, ვინც არიან პარტიის შიგნით,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები