26 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია და მთავარი კითხვა, რა მოტივი ჰქონდა დამნაშავეს - რა ვერსიებზე საუბრობენ მეზობლები

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე ამ დროისთვის დაშავებულებისა და დაღუპულების ახლობლები არიან შეკრებილი. პარალელურად, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს.

საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მომხდარიდან მეორე დღეს 20 იანვრის ღამის დეტალებს იხსენებენ. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე უკვე მუშაობს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. 

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, უამრავი მოწმეა დაკითხული და ამ კითხვებს ძალიან მალე გავცემთ პასუხს. ყველა იარაღი ამოღებულია და დანიშნულია ექსპერტიზები," - აცხადებს კალანდაძე. 

"კურიერთან" საუბრის დროს მეზობლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელსა და ერთ-ერთ გარდაცვლილ ბიჭს შორის კონფლიქტი იყო, თუმცა მეზობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ დასახმარებლადაც ვერ მიდიოდნენ, რადგან თავდამსხმელი უკონტროლო იყო და ყველას ესროდა. 

20 იანვრის ღამეს დაშავებული პირების მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა, "ჯეო ჰოსიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი მამუკა ოთიაშვილი აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

"ორის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, როგორც იცით კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება ერთი ავადმყოფი და მისი მდგომარეობა დილის შემდეგ სტაბილურია, თუმცა ის რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში,"- აცხადებს ექიმი. 

დღის ამბები