მოლდოვა შესაძლოა კიდევ ერთი ქვეყანა გახდეს, რომელიც ნეიტრალიტეტზე უარს იტყვის. ქვეყანაში ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. საკითხზე გამოცემა "პოლიტიკოსთან" ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მოლდოვაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოება დამოუკიდებლად დაიცვას და ჭირდება თუ არა მას კონსტიტუციით გარანტირებული ნეიტრალიტეტისგან თავის დაღწევა.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაია სანდუ პროცესის დემოკრატიული გზით წარმართვას განიხილავს. ასევე განმარტავს, რომ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება არ შეიძლება აღქმული იყოს პროვოკაციად.