26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
გერმანიის პროკურატურა ბერლინში "რუსული სახლის" საქმიანობას ამოწმებს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

გერმანიის პროკურატურა ბერლინში "რუსული სახლის" საქმიანობას ამოწმებს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, "რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლის" საქმიანობა შესაძლოა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კანონს არღვევდეს.

"რუსული სახლის" წინააღმდეგ საჩივარი მწვანეთა პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა შეიტანა, რომელმაც დაწესებულება კრემლის პროპაგანდის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ "რუსული სახლის" მფლობელი სააგენტო, ევროკავშირის სანქციების სიაშია შეტანილი.

დღის ამბები