26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ორგანიზებული თაღლითობის ფაქტი და 1 მილიონზე მეტი მითვისებული თანხა - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულები თითქოსდა სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს იძიებდნენ, რათა მათთვის ბინები თბილისში, ბათუმში, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცათ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.

აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - მილიონ ლარზე მეტს, თაღლითურად დაეუფლნენ. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

დღის ამბები