26 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ერთი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე რჩება - ექიმი საგარეჯოში დაჭრილი პაციენტების შესახებ

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ. საგარეჯოს საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის ორის მდგომარეობა სტაბილურია. 

საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა ოთიაშვილი ამბობს, რომ სამი პაციენტიდან ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე რჩება.

"სამი ავადმყოფი განაგრძობს ამაჟამად მკურნალობას, ორის მდგომარეობა სტაბილურია, პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება კრიტიკულად მძიმე პაციენტი," - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი. 

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.  სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები