26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
20 იანვრის მძიმე ღამე საგარეჯოში - ადგილობრივები მომხდარის დეტალებს იხსენებენ

5 მოკლული, ამდენივე დაჭრილი და თვითმკვლელი დამნაშავე - ასეთია 20 იანვრის მძიმე ღამის შედეგები საგარეჯოში.

კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. გარდაცვლილები საკუთარ სახლებში უკვე გადაასვენეს. 

ადგილობრივები მომხდარს იხსენებ და გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. 

ერთ-ერთი ადგილობრივი კონკრეტულად შემთხვევის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ნოდრ ათუაშვილი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც დამიზნებით 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 მძიმედ დაჭრა, მის ქვედა სართულზე ცხოვრობდა. 

"ჩემ ხელში დაიზარდნენ ეს ბავშვები. ვინც მოკლა ის ჩემს დაბლა ცხოვრობდა ის საზიზღარი. ესენი ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩემი მეუღლე იჯდა, ტელევიზორს უყურებდა.. მე მეგონა ბავშვებმა რაღაც გაისროლეს-მეთქი და თურმე ამას გაუსვრია. მერე გადაიხედა ჩემმა მეუღლემ ფანჯრიდან და შეკითხვია, ნოდარ მკვდარიაო? დიახო და ამოიხედაო და მერე შევნიშნე, რომ ხელში ეჭირა ავტომატი, თორე მანამდე არაფერი არ დამინახავს, რომ რაღაც ეჭირაო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

დღის ამბები