"ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა" - დმანისის თეატრმა მორიგი პრემიერა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა. სპექტაკლი, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების 185-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
კომპოზიციაში გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ამსახველი საუკეთესო ფრაგმენტები, ილიას მკვლელობასა და ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის - საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საარქივო დოკუმენტები.
საპრემიერო ჩვენება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა.