რიში სუნაკი მორიგ სკანდალში გაეხვა- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოძრავი მანქანიდან "ინსტაგრამის"ლაივში უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო.
პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მას მწვავედ აკრიტიკებენ. ოპოზიციაში აცხადებენ რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა სუნაკი კრიტიკის სამიზნე გახდა. მანამდე მან თავად წამოიწყო შეტევა, ბორის ჯონსონზე. რიში სუნაკი პირველი იყო რომელმაც ჯონსონი ლოქდაუნის დროს წვეულებაზე ყოფნის გამო გააკრიტიკა და ამით ხელი შეუწყო მინისტრთა კაბინეტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადებას, თუმცა ამჟამინდელი პრემიერი იმავე წვეულებაზე თავადაც იმყოფებოდა.