"შენთვის ზედმეტად კარგი ვარ და ამიტომ ახლა შენნაირ ადამიანთან ერთად ხარ" - გაბრაზება, მწუხარება, სევდა და ცრემლები, - თითოეული ემოცია შაკირამ პირად დღიურში ჩაწერის ნაცვლად, "იუთუბზე" ატვირთა.
სიმღერა შაკირამ, ყოფილ მეუღლეს- პიკეს მიუძღვნა. 12 წლიანი ურთიერთობის ბოლო ღალატი აღმოჩნდა. პიკეს ახალი ურთიერთობა ასე შეაფასა: "შენ ფერარის ტვინგო - რენო ამჯობინე, როლექსი კი კასიო-ში გაცვალე."
"შენ წახვედი და მეზობლად - დედამთილი, სახლის კართან პრესა და საგადასახადო ვალები დამიტოვე“. - მართლაც, ბარსელონაში შაკირას და მომღერლის დედამთილის სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. შაკირამ კი აივანზე ბოროტი ჯადოქრის თოჯინა დადგა და ახალი სიმღერა ხმამაღლა ჩართო. აღმოჩნდა, რომ სიმღერა პიკეს დედასაც მიეძღვნა.
შაკირა მარტო არ არის. ყოფილ ურთიერთობებზე სიმღერით საუბარი შეიძლება ერთ- ერთ პოპულარულ ჟანრადაც ჩაითვალოს. მაილი საირუსმა ბოლო სიმღერა, ყოფილ მეუღლეს - ლიამ ჰემსვორტის მიუძღვნა.
"ჩვენ იმ ოცნების მსგავსად ვიყავით, რომელიც შეუფასებელია... ავაშენეთ სახლი და ვუყურეთ, როგორ დაიწვა", — სიმღერის ტექსტის ეს მონაკვეთი კალიფორნიის ხანძარს უკავშირდება, სადაც წყვილის სახლი დაიწვა.
მაილი საირუსმა 13 იანვარს ახალი სიმღერა, - "ყვავილები" გამოუშვა. თარიღი სიმბოლურია, - "ყვავილები" ყოფილ ქმარს დაბადების დღეზე აჩუქა.
ჟანრი "ბრეიქ აფ " - ანუ "გაშორება" რომ პოპულარულია, ამას სხვადასხვა ვარსკვლავების სიმღერებიც მოწმობს. ტეილორ სვიფტი, ადელი, არიანა გრანდე
- ვარსკვლავებს განშორების ბალადის დედოფლებადაც კი მოიხსენიებენ. გამონაკლისი არც "დრამის მეფეები არიან - The Weeknd და ჯასტინ ბიბერი - საკუთარ დანგრეულ ურთიერთობებზე მუსიკის შექმნით და შემდეგ მოსმენით, ერთ - ერთ ყველაზე მოწინავე ადგილებს იკავებენ.
და მაინც, რატომ საუბრობენ ყოფილ ურთიერთობებზე სიმღერით, - ალბათ პასუხი ერთია, - გათავისუფლება საკუთარი ემოციებისგან და საშუალება თავისუფლად, სიტყვების გაკონტროლების გარეშე თქვა ის, რაც ამას სხვა დროს ვერ იტყვი - ამის შესაძლებლობას ხელოვნებაშია.