საქართველოში ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.