26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო 1 მილიონი დოლარით დააჯარიმდა

ამერიკელმა მოსამართლემ დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო, 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა- ამის შესახებ BBC-ი იუწყება. 

მედიის ცნობით, საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონსა და რამდენიმე დემოკრატს რუსულ გეგმასთან დაკავშირების გამო სასამართლოში უჩივლა. 

ამასთან, მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელს "არასერიოზული უწოდა"

"ეს საქმე არასოდეს უნდა აღძრულიყო", - წერდა აშშ-ის საოლქო მოსამართლე დონალდ მიდლბრუკსი თავის ბრძანებაში.

ასევე, მოსამართლე თავისივე გადაწყვეტილებაში ტრამპს "სასამართლო პროცესის სტრატეგიულად ბოროტად გამოყენების ოსტატი" უწოდა და თქვა, რომ სარჩელი აჩვენებს "არაადეკვატურობას, რომელიც "პოლიტიკური მიზნისთვის" იყო გამიზნული.

დღის ამბები