26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
გადაეცემა თუ არა უკრაინას გაყინული რუსული აქტივები- რას ამბობენ შვეიცარიის მთავრობაში და რატომ ეწინააღმდეგებიან ინიციატივას შვეიცარული ბანკები 

შვეიცარიის ხელისუფლება მზაობას გამოთქვამს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს, თუმცა შვეიცარული ბანკები ამ მოსაზრებას არ იზიანებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ფინანსურად მომგებიანი არ არის ,- ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგნატიუს კასისმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აქტივების გადაცემის იდეას, თუმცა შვეიცარიის ბანკები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ  პოზიციას. საქმე იმაშია, რომ გადაწყვეტილება ფინანსურ სფეროს მძიმედ დაარტყამს, აქტივების ჩამორთმევა კი ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

შვეიცარიამ გაყინა 8,2 მილიარდი დოლარი რუსული აქტივები და მათი კონფისკაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, სავარაუდოდ, რეფერენდუმის ჩატარებას საჭიროებს.

დღის ამბები